ძველი თბილისის რვა ქუჩა საფეხმავლო ზონად გამოცხადდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძველი თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება და საფეხმავლო ზონად გამოცხადდება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლად რეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი.

ამასთან, საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც.

მერიის ინფორმაციით, ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ.

მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისასამართლომ გიორგი ფეიქრიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 32 500 ათასი ადამიანით მეტი დაასაქმა