ძველი გვარდია ფორმაშია – გედევან ფოფხაძე

ველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პარტიის სათაო ოფისში მორიგი შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისინი ამჯერად „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. სახელების და გვარების წინასწარ დასახელება მე მგონი არ არის სწორი. იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიაა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიმედია რუსეთის ავსტრიელ აგენტზე ახალ დეტალებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს