ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

დილით ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა,-ამის შესახებ ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის უფროსმა დავით ბგანგამ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძარი, რომელიც წინა დღეებში გაგრაში საცხოვრებელ სახლებს ას მეტრამდე მანძილით მიუახლოვდა, გასულ ღამეს ჩააქრეს.

მათივე ცნობით, ტერიტორია ტექნიკისთვის მიუდგომელია და ხანძრის ჩაქრობას მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ.

„ღამემ მშვიდად ჩაიარა. ცეცხლის რამდენიმე კერა ჩავაქრეთ, მაგრამ დილით ძველი გაგრის რაიონში ახალი ალი გაჩნდა და ის ვრცელდება. ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ხელებით ცდილობს“, – განაცხადა დავით ბგანგამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაცერცვაძე: საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა