,,ძველბიჭური გინებებით მოგვიწოდებს დავეთანხმოთ და თუ ვინიცობაა და არ დავუჯერებთ თავად დაგვასრულებს ჩვენ

მეუფე იაკობმა უხეშად დაარღვია და გათელა საეკლესიო კანონმდებლობა – ასე აფასებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობის განცხადებას.

მისივე თქმით, ცხადი გახდა, რომ როგორი მეტყველების ფორმითაც მთავარეპისკოპოსი იაკობი საზოგადოების წინაშე წარსდგა, საპატრიარქოში დაკანონებულია.

„მეუფე იაკობის განცხადება შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა საპატრიარქოს „სანიმუშო“ სახე. როდესაც მიგვითითებენ დანაშაულებსა და უღირსობაზე ეკლესიის წიაღში, უნდა ითქვას რომ ცხადზე უცხადესი გახადა ხსენებულმა იერარქმა, რომ ის ტერმინოლოგია როგორადაც ის მეტყველებს არის საპატრიარქოში დაკანონებული. მან უხეშად დაარღვია და გათელა საეკლესიო კანონმდებლობა. ფაქტობრივად, მრევლისთვის ,,ღია სინოდზე გამოიტანა სამსჯელოდ საკუთარი მსოფლხედველობა. ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია შეაფასოს ის სიტყვები, როგორადაც მჯელობს, მეტყველებს, ვფიქრობ ყველა დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში, რაშიც ,,ძველბიჭური გინებებით მოგვიწოდებს დავეთანხმოთ და თუ ვინიცობაა და არ დავუჯერებთ თავად დაგვასრულებს ჩვენ. ასევე, დახურავს სასამართლოს, გააშიშვლებს მღვდელმთავართა საქმეებს, „გაწკეპლავს“ მთავრობის წევრბს და ა.შ. პრობლემა ის კი არ არის, რომ ასეთი მსჯელბები გახშირდა საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ უბედურებაა ის, რომ დღემდე ვერ მოვახერხეთ ეკლესიის შიგნით ამ მავნებლური ქმედებების აღკვეთა“, – აღნიშნავს მღვდელმონაზონი ანდრია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე.

banner
წინა სტატიაშიასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება
შემდეგი სტატიაასე თუ გაგრძელდა, ყველა ერის შვილი, ვინც წვერს ატარებს – პროტესტის ნიშნად გაიპარსავს