,,ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ თანამშრომლობენ „ფონდი ქართუ” და სახელმწიფო” – მაია ცქიტიშვილი

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და მოეწყობა „ქართუს“ მიერ, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. გარდა ამისა, აქვე დაგეგმილია „ქართუს“ მიერ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება ერთიანი კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პირველ რიგში ექნება საშუალება პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ობიექტი გახდება ძალიან საინტერესო ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია ბევრად უკეთ.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვახორციელებთ გზების მოწყობის სამუშაოებს, ასევე წყალმომარაგების და გაზიფიცირების სამუშაოებს. ასევე ჩვენ ვნახეთ ზუგდიდი- ნარაზენის გზის მონაკვეთი, რომელიც დასრულებულია. ძველ ხიბულაში შიდა გზები მოეწყობა, დაახლოებით 4- კილომეტრიანი მონაკვეთი. ამავე ტერიტორიაზე „ქართუს“ მიერ იგეგმება სკვერის მოწყობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს დაპირდა ადგილობრივებს”,- აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია ნეიტრალიტეტზე
შემდეგი სტატიახელისუფლებამ მორალურად და პოლიტიკურად ბოლომდე გაანადგურა სარალიძე და მაჩალიკაშვილი