ძველ ხიბულამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი​ს ინფორმაციით, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზაზე, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება.

ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე დაგეგმილია რამდენიმე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია: საქვარაიოს უბანში იგეგმება, 1.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, საღურწკაიო-საკონჯარიოს გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის და საღურცკაიო-ჭაქვინჯის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე 1.1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე, დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და ძველ ხიბულაში, სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთები საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად ტექნიკურად შეაფასეს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი​ს ​ცნობით, ძველი ხიბულის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს ხვდებიან
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: „ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო – შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება“