ძუნწი მილიარდერი არათუ ხალხს, არამედ საკუთარ პარტიასაც კი არ აფინანსებს!

gugavaლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიას ხალხის ფულით ატარებს. კერძოდ: მმართველი პარტიის პირველი ნომერი კვირიკაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებისას რეგიონებში გადაადგილებისთვის სახელმწიფო ვერტმფრენით სარგებლობს, რაც ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება. ასევე, ბიუჯეტით დაფინანსებულ სახალხო ღონისძიებებს “ქართული ოცნება” და მისი კანდიდატები იყენებენ წინასაარჩევნო პროპაგანდა აგიტაციისთვის. საარჩევნო კანონმდებლობით აღნიშნული ქმედებები დაუშვებელია და ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს.
“მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური საჩივრით რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტებზე და შესაბამისი სანქციები დააკისროს მმართველ პარტიას, ასევე, მის კანდიდატრებს, ხოლო ხელისუფლებას მოვუწოდებთ საარჩევნოდ გაფლანგული თანხები საკუთარი ფონდიდან დაუბრუნონ ბიუჯეტს.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო: დროა შეწყდეს განათლების სფეროში რეფორმები და სკოლებს ნორმალური წიგნები დავურიგოთ
შემდეგი სტატიაპუტინი-ერდორანის მოლაპარაკებები 2 საათი გაგრძელდა