„ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა ამ გასაღებს” – ირმა ნადირაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-იდან გამოყოფაზე უარს იტყვის. მათი თქმით, ხელისუფლება ფარულ მოსმენებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა ამ გასაღებს. იმიტომ, რომ, დღემდე, ქვეყნის მართვა ხდება პირად თვალთვალზე, მოსმენებზე დაყრდნობით და ამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს სუს-ის საშუალებით. ამიტომ ვთქვი, რომ ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვალოს,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ხვალ, პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პირველად გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს – არასამთავრობოები პოზიციას არ ცვლიან
შემდეგი სტატიაავარია გურჯაანში – გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი