ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები იკრძალებიან – ჩაჩიბაია

“მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე არ შემიძლია, რომ ნიკა მაჭუტაძეს არ ვუპასუხო. ბატონო ნიკა, მე გთხოვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე დაელაპარაკოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულების ოჯახების წევრებსაც. ამ სასაფლაოზე ძირითადად იკრძალებიან ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლეს და მამაცურად დაიღუპნენ ბრძოლის ველზე. თუმცა, ამ სასაფლაოზე იკრძალებიან საქართველოს მოქმედი ჯარისკაცები და ისინი, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ ბრძოლის ველზე.” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ

banner
წინა სტატიაშიდონეცკის მარიონეტულმა ე.წ. სასამართლომ ბრიტანელ მოხალისეებს სიკვდილი მიუსაჯა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გრძელდება