ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა

ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული და ფოთის მერი.

სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ფოთში გრძელდება, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

 

 

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი – რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს
შემდეგი სტატიაქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.