ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა სიღნაღის რაიონის 2 სოფელი დააზარალა

სოფელ მაღაროსა და ბოდბეში სტიქიამ რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი გაანადგურა.

განსაკუთრებით რთული დგომარეობაა სოფელ ბოდბეში, სადაც თითქმის 100 პროცენტით დაზიანდა ვენახები და ხორბლის ნათესები. სოფელ მაღაროში კი ქარმა მრავალწლოვანი ნაძვის ხეები წააქცია.

მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ადგილობრივები ბანკიდან აღებული ვალის რესტრუქტურიზაციასთან ერთად, კომპენსაციას ითხოვენ.

ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში შესვლას უამინდობა აფერხებს. რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა