ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  ოთხი საცხოვრებელი სახლი დააზიანა

“ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  ოთხი საცხოვრებელი სახლი დააზიანა”-აცხადებს წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია. მისივე განცხადებით, დაზარალებულ მოსახლეობას გაეწიათ პირველადი დახმარება და მიმდინარეობს საწვიმარი ბრეზენტი სახლის გადახურვა.

რამდენიმე წუთით გაითიშა ელექტროენერგია, თუმცა ამ ეტაპისთვის წალენჯიხას სრულად აღუდგა ელექტრომომარაგება-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ბესიკ ფარცვანია.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს ქარიშხალმა გადაუარა
შემდეგი სტატიაზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა