25.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ქალაქ ჯვარში  საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მინდია ჯინჯოლავას განცხადებით სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები – დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც. კერძოდ, ძლიერმა ქარმა კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

როგორც მინდია ჯინჯოლვამ “თაიმერს” განუცხადა დაზარალებულ ოჯახებს წყალგაუმტარი ტენტი დაურიგდათ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშივიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის – ბუაძე
შემდეგი სტატიათბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს