ძლიერმა ქარმა სოფელ ჭარნალში შაინიძეების სახლი დაანგრია

ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში შაინიძეების ხის სახლი დაანგრია. ოჯახის განცხადებით, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

დაზარალებულებმა საცხოვრებელი სახლის დატოვება დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოასწრეს.მათ დროებით მეზობლებს შეაფარეს თავი. შაინიძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშიქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შემდეგი სტატიაNGO-ები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შეფასებით დოკუმენტს გადაუგზავნიან