ძლიერმა ქარმა მოსახლეობას პრობლემები რუსთავშიც შეუქმნა

ძლიერმა ქარმა რუსთავში, ბოსტანქალაქის, ბათუმისა და დავით გარეჯის ქუჩებზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.

ბათუმის ქუჩის #23-ში თუნუქის სახურავის ნაწილი ეზოში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა და უკანა საქარე მინა ჩაამხვრია. ადგილზე მობილიზებული არიან რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.

ქარისგან დაზიანებული სახურავების რეაბილიცია ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ზარალის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა ასევე თბილისში, ათონელის N27-ში, სადაც სახურავის ნაწილი ავტომობილს დაეცა.

უამინდობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
წუხანდელთან შედარებით ქარის სიჩქარემ დღეს მოიმატა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფიქსირებულია 100-ზე მეტი გამოძახება.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლე-ახალგაზრდული სასახლის პედაგოგების სკანდალური წერილი თბილისის მერს
შემდეგი სტატიასკანდალი: „ინტერრაო“ საქართველოს ტარიფებზე ედავება და სასამართლოთი ემუქრება