ძლიერი წვიმის შედეგად ქვიშხეთში დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.
წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა. წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა.

დაიტბორა ორი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ათამდე ეზო. ადგილობრივებს წყლის ამოტუმბვაში სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

banner
წინა სტატიაში,,ჯონ სნოუ” დაქორწინდა – სამეფო კარის თამაშების სრული შემადგენლობა შოტლანდიაში
შემდეგი სტატია25 წლის გოგონა, რომელზეც მეუღლე და ძმა სისტემატურად ძალადობდნენ თავშესაფარშია გადაყვანილი