ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ფოთში, წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია სავხოვრებელი სახლის ეზოებშიც.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველი მოსული უხვი ნალექის დროს ეს პრობლემა აწუხებთ.

“კორპუსიდან ქვემოთ ვერ ჩავდივართ,მუხლებამდე წყალია ყველგან,ეს პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა ფოთში, ყოველი წვიმის დროს ასე ვართ”,-უთხრა “თაიმერს” ადგილობრივმა.

ფოთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.

„რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს,” – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება კონტროლს ამყარებს კომუნიკაციების სფეროზე – გოცირიძე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს, ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო