ძლიერი წვიმის შედეგად ხობის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები – წყალმა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე შეაღწია.

ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისი – ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

სოფლებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.

წინა სტატიაშიპროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი მომდევნო თვეებში ტერორისტული საფრთხის შესახებ პრეფექტებს აფრთხილებს