ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის აეროპორტში რეისების ნაწილი გადაიდო. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ასევე, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია აეროპორტის შიდა ნაწილი. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას. ამ დროისთვის, აეროპორტის თანამშრომლები შენობაში შესული წყლის გაწმენდას ცდილობენ.