ძლიერი წვიმის გამო, ბათუმის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება

ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე უბანი დაიტბორა. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ქალაქში საერთო ჯამში რთული ვითარება არ არის, შეტყობინება დატბორვის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქუჩდან მიიღეს.

ამასთან, უხვმა ნალექმა მდინარეების ჩაქვისწყალის, ლეჩასა და ყოროლისწყალის ამღვრევა გამოიწვია, ამიტომ ქალაქის ნაწილს “ბათუმის წყალმა” სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუზღუდა, კერძოდ ბათუმის შვიდ უბანს, ე.წ. “ძველი ქსელი”-ს აბონენტებს, დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარისა და ბარცხანის დასახლებაში, , ასევე მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.

ძლიერი წვიმა ბათუმში დილიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურის რეფორმას გეგმავს
შემდეგი სტატიამარტვილში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს