უამინდობამ დედაქალაქში, კერძოდ კი დიდი დიღმისა და აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე, პრობლემები შექმნა. გვერდ „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ხე წაიქცა, რამაც საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაკეტა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, უხვი ნალექის გამო დიდ დიღომსა და აღმაშენებლის ხეივანში გზები დაიტბორა, რამაც გადაადგილება მნიშვნელოვნად შეაფერხა. მძღოლებს აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.















