28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ძლიერი წვიმა, სეტყვა და მეწყრული საფრთხე – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშითელავში არასრულწლოვანი დაჭრეს
შემდეგი სტატია“ეს განაჩენები “ქართული ოცნების” დასასრულის მაჩვენებელია”- ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს