ძლიერი თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.

ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაა შესაძლებელი.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

“მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა