“ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემის გარეშე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატებას გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა არ ექნება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის შეჯამებისას განათლების რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

გახარიას განცხადებით, განათლების რეფორმა მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას წარმოადგენს.

პრემიერის თქმით, ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემის გარეშე, პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატებას გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა ვერ ექნება.

„მინდა, გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს განათლების მიმართულებით. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ, იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2019 წელს დაიწყო, გაგრძლედება და იქნება პრიორიტეტული 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა