ძლიერი შტორმი იაპონიაში – დაშავებულია 17 ადამიანი

ძლიერი შტორმი იაპონიაში. ტაიფუნი სახელწოდებით “ტალიმი” ქვეყნის სამხრეთ კუნძულებს დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ.

ძლიერი ქარისა და წვიმის გამო გადაიდო 800-ზე მეტი რეისი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 ათასზე მეტი ოჯახი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.

დაზარალებულ რეგონებში ადამიანების შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებისკენ მიიწევს.

banner
წინა სტატიაშიხახაბოს ტყეში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობას ცდილობენ
შემდეგი სტატია80 წლის ასაკში ზურაბ სოტკილავა გარდაიცვალა