“ძლიერი საქართველოს” წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს

„ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყალი შეასხეს. როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა.

„ვართ ამ სიტუაციაში, განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. რეალურად კითხვების დასმას ვცდილობთ, მაგრამ მათ პასუხები არ აქვთ და სავარაუდოდ მშვიდობიან პროტესტს დაარბევენ, იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდად შევიდეს პარლამენტში, თუმცა ჩვენ მათ წინააღმდეგობას გავუწევთ.

საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პირს, მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო – აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? – ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაში„ევროპელი დემოკრატები“ – მნიშვნელოვანია ვიქტორ ყიფიანის კონცეფციის “საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილების შესახებ“ გათვალისწინება, რათა ამ რთულ პერიოდში ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დადგეს
შემდეგი სტატიამთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზას პოლიციას აქვს ჩაკეტილი