„ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულთა შორისაა მათი კოალიციის წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია

ბათუმში აქციაზე დაკავებულთა შორისაა „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

„ბათუმში მიმდინარე აქციაზე სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს 10-მდე მოქალაქე, მათ შორის კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები!“ – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიმედიის ადვოკატირების კოალიცია გამოცემა „ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიალომჯარია: უკანონოდ დააკავეს ციალა ქათამიძე და გია ჯვარშეიშვილი