“ძლიერი საქართველო” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს დღეს მიმართავს

“ძლიერი საქართველო” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს – განცხადება ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ამ დროისთვის მხოლოდ “კოალიცია ცვლილებისთვის” მიმართა. ინდივიდუალურად კი პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა გიორგი ვაშაძემ. ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად ასევე დღეს, მიმართავს. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებენ

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
შემდეგი სტატია“თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, მანდატების და სიების ჩახსნაა”-ნიკა მელია