26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“ძლიერი საქართველო”: “ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე მათ ეკისრებათ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ მოითხოვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარია ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა გაეწიოს.

პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას ელენე ხოშტარია ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„უკვე 10 თვეა ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.

მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარია გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა!

სოლიდარულები ვართ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ.

“ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე სწორედ მათ ეკისრებათ.

თავისუფლება ელენეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინაში შორეული მოქმედების რაკეტების წარმოებას იწყებენ
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ხელისუფლების მოქმედებები საქართველოს ევროპულ კურსს აზიანებს