22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“ძლიერი საქართველო – ლელო” – სტიქიაზე რეაგირება მხოლოდ ზარალის შემდეგ არ უნდა იწყებოდეს

“ძლიერი საქართველო-ლელოს” განცხადებით, „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, პარტიის ლიდერებთან – ფიქრია ჩიხრაძესთან, ოთო ფარულავასთან და ლევან ბერძენაშვილთან ერთად, მდინარე თელავის ხევის კალაპოტზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პარტიის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა სტიქიური რისკების პრევენციაა – დროულად დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოები, რათა მომავალში მსგავსი კატასტროფების შედეგად მოსახლეობამ ზარალი აღარ მიიღოს.

„ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სტიქიის შემდეგ მდინარის კალაპოტზე აქტიური სამუშაოების დაწყება, თუმცა ხელისუფლებამ მსგავსი ღონისძიებები სტიქიამდე უნდა განახორციელოს და არა მას შემდეგ, რაც მოსახლეობა უკვე დაზარალებულია.

„სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლების საქმეა პრევენცია. თავიდან არიდება იმ მძიმე შედეგების, ტრაგედიის კატაკლიზმების, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს. რეაგირების ნაცვლად „ქართული ოცნება“ კრიზისებზე რეაგირების ხელისუფლებად იქცა. ბევრად უფრო ძვირი უჯდება რაღაც ქმედების განხორციელება, ვიდრე პრევენცია. პრევენციას სჭირდება კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაში„ზეკარის წყაროების“ წილების თაღლითურად დაუფლება – სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიამერცი: გერმანია და აზერბაიჯანი სერიოზულად დაზარალდნენ ომებისგან, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით