„ძლიერი საქართველო – ლელო“ მოქალაქეებს აფრთხილებს.
“სოციალური ქსელის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
ინტერნეტსივრცეში პლატფორმის, Caucasus Auto Log სახელით, ვრცელდება ყალბი და მანიპულაციური ინფორმაცია, პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველო – ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სახელის გამოყენებით. გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ნათია თურნავასთან დაპირისპირების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სავარაუდო კიბერთაღლითობას.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, არ გააზიარონ მსგავსი შინაარსის მასალა და სოციალურ ქსელში მისი აღმოჩენის
შემთხვევაში, დაბლოკონ და დაარეპორტონ შესაბამისი გვერდები”,_ წერია განცხადებაში.
















