19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“ძლიერი საქართველო”- დედოფლისწყაროს #1 სკოლა, რომლის მშენებლობისთვის 15.9 მილიონი გამოიყო, ახალი სასწავლო წლისთვის ვერ გაიხსნა

დიდი ხმაურით დაანონსებული დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ვერ გაიხსნა – როგორც ადგილობრივები “ლელო ძლიერ საქართველოს” წევრებს ეუბენებიან, მიზეზად საკანალიზაციო სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები დაუსახელეს.

დედოფლისყაროში კოალიციის ლიდერები დღეს ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით იუწყებიან. რომ ჯერ სკოლის ძველ შენობას ჩაუტარეს რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 1 მლნ დაიხარჯა, თუმცა მალევე დაანგრიეს და ამის შემდეგ ააშენეს სკოლა, რომელიც 16 მლნ-მდე დაჯდა, თუმცა ხარვეზების გამო ვერ გაიხსნა.

კოალიციაში სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე საუბრობენ.

,,ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით 650 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენებულიყო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლის მშენებლობისთვის 15.9 მილიონი ლარი გამოიყო.
მოსწავლეები გადაანაწილეს მეორე საჯარო და ხორნაბუჯის სკოლებში. მოსწავლეებს ყოველდღიურად დიდი გზის გავლა უწევთ სკოლაში მისასვლელად რაღაც სახელმწიფო დამატებით თანხებს ხარჯავს.

ადგილობრივების მონაყოლით ჯერ ძველ შენობას ჩაუტარეს რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 1 მლნ დაიხარჯა, თუმცა მალევე დაანგრიეს და ამის შემდეგ ააშენეს სკოლა, რომელიც 16 მლნ-მდე დაჯდა და ვერ გაიხსნა ხარვეზების გამო”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმაია ბუწაშვილი: როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს
შემდეგი სტატიალუქსემბურგის აეროპორტი უცნობი დრონების დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა