ძლიერი ქარის გამო, თბილისში ავტომობილს ხე დაეცა

თბილისში, ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე გამოძახება შევიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ ავტომობილს ხე დაეცა.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მუხათგვერდის სასაფლაოსთანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავი გადახადა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა რუსთავში ხეები მოგლიჯა
შემდეგი სტატიაანას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია-პრეზიდენტი შვილის განცხადებებს ეხმაურება