ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 58 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 მარტის 21:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათამდე 58 შეტყობინება შევიდა. აქედან 53 თბილისიდან არის შესული, ხოლო რეგიონებიდან – 5.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„თბილისი – დაზიანდა 14 საცხოვრებელი სახლი, 13 ხე, 2 გარე განათების ბოძი, 10 ელექტრო სადენი, 5 ავტომობილი, 4 გაზის ცენტრალური მილი, 5 სარეკლამო ბანერი; მცხეთა-მთიანეთი – დაზიანდა1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; აჭარა – ქედაში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; გურია-ლანჩხუთი – ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, კახეთი – დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი, იმერეთი – წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
შემდეგი სტატიაროდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია – იან კელი ტატუნაშვილზე