ძლიერი ქარი ქობულეთში- დაზიანდა სახლები

ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები.

“ქარბორბალა იყო. დაგვიზიანა ოთახები, წვიმა ჩამოდის და დახმარებას ვითხოვთ. ჩვენს მეზობელს მთლიანი სახურავი გადმოხადა და დაეცა ჩვენს ეზოს, მანქანა დაგვიზიანა ეზოში”, – ამბობს ქობულეთის მაცხოვრებელი.

აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმაა. ადიდებულია მდინარე აჭყვა. გელაურის დასახლებაში კი წყალმა სახლებში შეაღწია. ათეულობით საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დაბა ჩაქვშიც.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, 50-მდე შეტყობინება მიიღეს, რომელიც შეეხება დატბორვას, მეწყრული პროცესების განვითარებასა და ქარის შედეგად საცხოვრებლის დაზიანებას.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში მერობის კანდიდატმა პარტიული სია წარადგინა
შემდეგი სტატიაუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი