26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 25 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვითარება უკიდურესად მძიმეა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაკარგულთა რაოდენობამ 26 086-ს მიაღწია. სტიქიამ უკვე 164 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში 100-ზე მეტი შენობა სრულად განადგურდა.

დაზარალებულთა დასახმარებლად და დაკარგულების მოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ოჯახებს საკუთარი ახლობლების ფოტოების ატვირთვა და ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ. პოზიტიური დინამიკაა ის, რომ ამავე პლატფორმის დახმარებით უკვე მოხერხდა 1 200-ზე მეტი ადრე დაკარგულად მიჩნეული პირის პოვნა.

გაერო-ს შეფასებით, ვენესუელაში არსებული კრიზისის დასაძლევად უახლოეს დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „მასშტაბური კოლექტიური ძალისხმევა“ იქნება აუცილებელი.

banner
წინა სტატიაშირუსთავი, მცხეთა, მარნეული — სად გაივლის თბილისის მიწისზედა მეტრო
შემდეგი სტატიაუკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში 38 სამიზნე გაანადგურა: თავდასხმა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ენერგოობიექტებზე