თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.
ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებიც. ამ დროისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი ან დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად.
ჯერჯერობით ასევე დაუზუსტებელია, რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში ცეცხლის გაჩენა.


















