ძლიერი ხანძარი ე.წ. “სტამბოლის ბაზარზე” – ცეცლი ლიკვიდირებულია

რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი

“ქარისა და ადვილადაალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება

ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა.

ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე.

პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება” აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს