ძლიერი ხანძარი იყო დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისმოდა აფეთქების ხმაც.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი, სავარაუდოდ, საავტომობილო პროფილაქტიკაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო, როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟიც.
ჯერჯერობით უცნობია, რას გაუჩნდა ცეცხლი, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს.


















