საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია “ტვ პირველის” ეთერში პრეზიდენტის კონსულტაციების შედეგად, მამუკა ხაზარაძესთან გამართულ მოლაპარაკებებს აფასებს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ოპოზიციურ ველზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოკავშირეებს ეძებს და ეს შესაძლოა, “ძლიერი საქართველოც” ყოფილიყო.
თუმცა, როგორც გახარია განმარტავს, მხარეებს შორის პროცესი დროში გაიწელა, რის გამოც ყოფილი პრემიერის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” შეეწყვიტათ ორი საარჩევნო სიის გაერთიანების პროცესი.
ამასთან, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მომავალში “ძლიერ საქართველოსთან” თანამშრომლობა გაგრძელდეს.
ჩვენ ვიყავით ინიციატორი, მაგრამ ისე განვითარდა პროცესი, რომ ის ყველაფერი მაქსიმუმ 2 დღეში უნდა გადაწყვეტილიყო, შემდეგ უკვე დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი დაიწყო, არაფერი არ დამთავრებულა. პროცესი დაიწყო და რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა მიხვდება და დაიჯერებს, რომ ორი სიის გაერთიანების პროცესი კიდევ კარგი არ დავიწყეთ. ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს თანამშრომლობის, პარლამენტშიც და შემდგომ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენი გუნდები შტატების დონეზე, რეგიონულ დონეზე უკვე ძალიან ეფექტურად თანამშრომლობენ”, – ამბობს გიორგი გახარია.