ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს

გიორგი ათაბეგაშვილი 2 წლით ძიუდოს ფედერაციას უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ცნობილი ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე გახდა.

ათაბეგაშვილმა 41 ხმის უფლების მქონე დელეგატისგან 40 ხმა მიიღო და მხოლოდ ერთი დელეგატი წავიდა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ. არჩევნების წინ კი ნაკრების რამდენიმე წევრმა პრესკონფერენცია გამართა და არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა.

ახალარჩეული პრეზიდენტი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სპორტსმენებთან მოლაპარაკებები დაიწყება, რათა სამწვრთნელო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება – მარგველაშვილი არჩევნებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ოკამიდან გატაცებული ორი მამაკაცი გაათავისუფლეს