14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია.

ცნობისთვის, შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.

იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.

ეთერ ლიპარტელიანმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონი – 2016 ვანტა, ფინეთი
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი – 2019 ვანტა, ფინეთი
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი – 2019 იზვჰერკსი,რუსეთი
ევროპის ჩემპიონი – 2026 თბილისი, საქართველო.
banner
წინა სტატიაშილიბანის პრეზიდენტი ისრაელთან პირდაპირ დიალოგს დათანხმდა
შემდეგი სტატიააშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული გემების მიმართ დაწესებული საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი წლით გააგრძელა