“ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,” – ენმ მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,” – ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკმა მთავრობას მიმართა და მოუწოდა იყვნენ უფრო აქტიურები.

“ხიდაშელი რომელიმე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა თუ არ გამოვა ასე მაპის მონიჭება და გაწევრიანების საკითხი არ წყდება. მთავრობის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და საერთოს ვერ ვხედავთ მის აქტიურობას. არ გვინახავს მისი ვიზიტები, არც ლობისტური კამპანია ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. მეტიც ქვეყნის შიგნით ვხედავთ მთავრობის ღია ალიანსს პრორუსულ ძალებთან, ღიად პრორუსული მედიასაშუალებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეალურად ძირს უთხრის საქართველოს პროდასავლურ კურსს,”- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმაც. მისი განცხადებით ხელისუფლების საგარეო პოლტიკა აქტიური და შემაწუხებელიც კი უნდა იყოს.

“ხელისუფლებამ 2 რამ უნდა გააკეთოს. ერთი შიდა რეფორმები, ნატო თავდაცვითი ალიანსი არ არის მხოლოდ. ნატოს წევრობას ჭირდება, სასამართლო დამოუკიდებლობა მედია პლურალიზმიც, ტოლერანტობაც და ა.შ ამ მხრივ ქვეყანაში პრობლემებია.

მეორე, უნდა იყოს ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკაში. ის უნდა იყოს შემაწუხებელი ნატოს წევრობისათვის, უნდა ვიყოთ აქტიურები რომ საქართველო ანტოს რადარზე სულ იყო,”- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა – არის მსხვერპლი