“ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას”, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.
ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში არსებული სამართლებრივი ინიციატივებით „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ლგბტქ+ პირებს სტიგმატირებს. ის ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას, – წერს უწყება.