ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ… შეძახილების გამო იძულებულია, ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართოს – დენისოვა სააკაშვილზე

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება.

მას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რატომ არ უშვებენ გლდანის ციხის საავადმყოფოში, ასევე, რატომ არ ხვდება იუსტიციის მინისტრი.

“ამ მომენტისთვის მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი შეფასებები გვაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდება, როგორ მოხერხდება მისი მკურნალობა და იქნება თუ არა შესაბამისი აღჭურვილობა ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება. ძილის დროს შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. იძულებულია, ტელევიზორი ბოლო ხმაზე ჩართოს, რადგან სხვა პატიმრების მხრიდან შეძახილები არ მოისმინოს, თავის მხრივ ესეც წამებაა”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – არაერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული