“ბევრი მაგათი რჩევა განვახორციელეთ, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში”

მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებამდე, საქართველომ ყველა წინადადებაზე უნდა იმსჯელოს. განცხადება ამის შესახებ, თოფაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო. თოფაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გეზი ევროკავშირისკენ სწორია, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხებზე ექსპერტებმა მთავრობის წევრებთან ერთად უნდა იმსჯელონ.

“შემოდიოდნენ უცხოელები, მრჩეველები, ეს იყო მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მთელი რიგი სხვა, დიპლომატები და მე ჩემი ხედვა მაქვს და ჩემს თანაგუნდელებს. ყველა უყურებს თავის ინტერესების პრიზმით საქართველოს, რაც აინტერესებს, აი მაშინ ჩვენ რომ მივიღეთ დაუფიქრებლად ბევრი მაგათი რჩევა და განვახორციელეთ, იმიტომ ვართ დღეს აი ამ დღეში. ჩვენ ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა. ვინ გვაჩქარებდა მაინცდამაინც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე, სასწრაფოდ რომ შეგვიყვანეს. მე იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველი, შევხვდით სასაუბროდ და გვეუბნება, თქვენ ისე ჩამორჩით დღევანდელ ტექნოლოგიებს, თქვენ არ გინდათ წარმოება ჩვენ შემოგიტანთო. თქვენ ვერ დაეწევით, ვერ შექმნით, კონკურენტუნარიან პროდუქციას, ასე გააგრძელეთ, ტურიზმი, ნავთობსადენი და ასე შემდეგ. აი ასეთი წინადადებები არ უნდა მივიღოთ, ჩვენ გვყავს მთავრობა ძალიან ძლიერი დღეს, სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ. აი ასე ღარიბი მეზობლის სტატუსით არ უნდა შევიდეთ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ჩვენ ჩვენი უნდა მივიღოთ, ბევრს უნდა საქართველო, სწორია ჩვენი გეზი ევროკავშირში, მაგრამ იქ არის რაღაც საკითხები, რომელზეც შეიძლება კამათი. ძალიან ბევრი დღევანდელი ევროკავშირის ქვეყანა კამათობდა წლობით, გაიტანა თავისი და რაღაც მიაღებინა. ამიტომ მე ვთვლი, მისაღებია ჩვენთვის რა თქმა უნდა პროგრესული გზა არის, მაგრამ ცოტა უფრო ანალიტიკურად შევხედოთ ყველა ამ წინადადებას,“-განაცხადა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაში“მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე,”-გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს საყვედურობს
შემდეგი სტატიასანიკიძე პრეზიდენტს რელიგიათა შორის ურთიერთობებში საკუთარი რესურსის გამოყენებას ურჩევს