თბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

თბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სადაც იორდანელების ოჯახი რამდენიმე კვირაა ქირით ცხოვრობს.

ოჯახი ტრაგედიას გადაურჩა. სახლში მხუთავი აირის დაგროვება კი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში,,პროვოკაციულ კითხვაზე, როგორ ვაპირებთ პანკისის ჩიხიდან გამოსვლას, გიპასუხებთ, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ”
შემდეგი სტატიაარ ეყოფოდა გამბედაობა, რომ ვეტო დაედო – ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების შესახებ კანონზე ხელმოწერას აფასებს