ძიძიგურის შახტში პროტესტის ნიშნად დარჩენილმა მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს

ძიძიგურის შახტში პროტესტის ნიშნად დარჩენილმა მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. მათი თქმით შედგა შეთანხმება, რომ ისინი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.

მეშახტეთა პირველადი პროფკავშირის წარმომადგენელმი, გაგა ისაკაძე ამბობს, რომ გაფიცულებს აკმაყოფილებთ ის პირობები, რაც მთავრობისგან და კომპანიისგან მიიღეს.

მეშახტეებმა გაფიცვა 2 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” განუცხადეს, რომ შეჩერებული სამუშაოების პირობებში კომპანიას მათთვის ანაზღაურების გაცემა აღარ შეეძლო და მათ უხელფასო შვებულებაში უშვებდნენ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს” – წულუკიანი კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას აფასებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი