ძიძიგური: ენმ-მ პარლამენტი ქუთაისში აქციებისთვის თავის ასარიდებლად გადაიტანა, ჩვენ პირიქით

“მე მინდა ჩემს კოლეგებს შევახსენო, რომ წინა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ქუთაისში გადაიტანა. გადაიტანა იმიტომ, რომ მაშინ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იყო და თავი ამას აარიდა.

ჩვენ პირიქით, ქუთაისიდან თბილისში გადმოვიტანეთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტის გარეთან პარლამენტის შიგნით ეს არის კონსტიტუციური მოვლენა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ დღეს აქ ვნახეთ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ამიტომ ვფიქრობ რომ ლეგიტიმურია ყველა მშვიდობიანი მოთხოვნა, პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დააფიქსირებენ, უბრალოდ, კანონის ფარგლებს არ უნდა გადავიდეთ. ”
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ეს განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ დააჯარიმა
შემდეგი სტატიასუს – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ