10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება იგეგმება – რას ითვალისწინებს ცვლილებები

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცპროდუქტების, კერძოდ ძეხვეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

კერძოდ, ირკვევა, რომ დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. ამასთანავე, ცვლილებები განხორციელდება ძეხვეულის ეტიკეტირებასთან დაკავშირებითაც.

პრაქტიკების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინება.

ცვლილებების მიზანია, მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების რისკის მინიმუმამდე შემცირება, რაც დაეხმარება მყიდველს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ცვლილებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივადეფული: პუტინს ცინიკურად აქვს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია ჩვენს ყურადღებას უკრაინაში ჩადენილი მისი დანაშაულებიდან გადაიტანს
შემდეგი სტატიაზურაბ ვაჭარაძე: ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს